05/08/2026
😸
UPDATE: !!!
,,მიუჰაუ,,-ში გასტერილებულ კატებს შორის არის ეს საყვარელი 7-8 თვის ფისო, რომელიც ჩუქდება.
❤️❤️
მიჩვეულია ეზოს, ამიტომ ვეძებთ კერძო სახლში მაცხოვრებელ ოჯახს.
😸🏡
ფოტო იხილეთ კომენტარში 👇............
😸😸😸
9 მიუსაფარ ფისოს ,,მეიჰიუ,, -ს პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდა სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
😻
დიდი მადლობა Georgia გუნდს პროფესიონალიზმის და ცხოველებზე ზრუნვისთვის.
❤️🐾
ფისოების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ეტაპობრივად ვაბრუნებთ ბუნებრივ არეალში.
❤️🐾.
თუ ვინმეს გექნებათ რომელიმეს ჩუქების სურვილი, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
🐱❤️
კატები დავამუშავეთ შიდა და გარე პარაზიტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ჯანმრთელობისთვის!!!
❤️💛
ერთ-ერთ მათგანს (შავ ფისოს) ღრძილში ბალახი ჰქონდა შერჭობილი, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანება როგორც პირის ღრუში, ასევე მის გარეთ.😞 ვეტერინარმა მყისიერად შეამჩნია და მოუწია დაზიანებული კბილის ექსტრაქცია.
🚑👩⚕️
მათ შორის აღმოჩნდა უკვე გასტერილებული ფისოც, რომელსაც არც ჩიპი ჰქონდა და არც ყურზე სტერილიზაციის აღმნიშვნელი ნიშანი (კუპირება).
😔
მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ცხოველის სასიკეთოდ, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
👇
თუ ცხოველს ჰყავს პატრონი, აუცილებელია მათი ჩიპირება. ❤️ ხოლო, თუ ის არის მიუსაფარი:
🐱კატა - ყურის კუპირება.
🐶ძაღლი - საჭდე, უნიკალური ნომრით..
Georgia