02/12/2024
❄️🌎 ზამთარი და ჩემი ცხოველები 🐾
👩 თქვენს ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობის პრევენციული ღონისძიებები ?!
თუ ჯერ არა, მაშინ შესაძლოა ცივმა ამინდმა უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
📍 როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებშიც სიცივის გადატანის ზღვრული მაჩვენებელი ინდივიდუალურია, თმოვანი საფარველის, ცხიმის მარაგის, აქტივობის და ზოგადი ჯანმრთელობის ხარისხის მიხედვით.
📍 ზამთრის პერიოდში ვამცირებთ აქტივობებს შემდეგ პაციენტებში: ინტენსიურ სეირნობას ყივნაში და თოვლში, განსაკუთებით თუ ძაღლი ასაკშია ან ძვალ-სახსროვანი დაავადებები ფიქსირდება.
🐈⬛🐩ართრიტი, დიაბეტი, გულის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ჰორმანალური დისბალანსი ( მაგ: კუშინგის დაავადება) ფოტო იხ. კომენტარებში 👇
ამ დაავადებების მიმდინარეობისას რთულია სხეულის ტემპერატურის მართვა და ამასთანავე მისი შენარჩუნება.
📍 გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ადამიანებთან შედარებით ძაღლი და კატა მდგრადია დაბალი ტემპერატურის მიმართ, თმოვანი საფარველის გამო, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ისინიც მგრძნობიარენი არიან ჰიპოთერმიისა და მოყინვის მიმართ. ამიტომ რეკომენდაციაა რომ ყველა მათგანი იმყოფებოდეს დახურულ სივრცეში ზამთრის პერიოდში.
🍄 ჩვენი რეკომენდაციებია:
➡️იხმაურეთ: ეს აბზაცი ეხება მხოლოდ მანქანის ძრავის ქვეშ მოკალათებულ კატებს, რომლებიც ცდილობენ თბილი გარემო მოძებნონ ზამთრის პერიოდში, ასე რომ სანამ დაძრავთ მანქანას აუცილებლად იხმაურეთ ან სიგნალი განახორციელეთ.
➡️შეამოწმეთ თათები: შეამოწმეთ თქვენი ძაღლის თათები ცივ ამინდში სეირნობის შემდეგ, რათა მოხდეს იდენტიფიცირება დაზიანების ან ჭრილობის. გაითვალისწინეთ რომ სიარულის დროს უეცარი კოჭლობა შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით ან ყინულის დაგროვებით თითებს შორის. ეს პროცესი შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან თუკი ამ მიდამოში თმოვანი საფარველის კორექტირებას მოვახდენთ.
➡️თბილად ჩაცმა: თუკი თქვენს მეგობარს არ უყვარს კურთუკის ჩაცმა და აწუხებს, მაშინ შეგიძლიათ თქვენივე ნაქსოვი სვიტერი აიღოთ, მოჭრათ მკლავები და გამოჭრათ კიდურებისთვის ჩასაყოფი ადგილები, შეიძლება უფრო მოეწონოს კიდეც. თუკი ფეხსაცმელსაც ჩააცვამთ აუცილებლად დააზუსტეთ შესაბამისი თათის ზომა და ფორმა.
➡️საყელო და ჩიპი: ბევრი შინაური ცხოველი იკარგება ზამთარში, რადგან თოვლს და ყინულს შეუძლია დამალოს ცნობადი სურნელი, რომელიც ჩვეულებრივ ეხმარება თქვენს ცხოველს სახლში დაბრუნებისას გზის პოვნაში. დარწმუნდით, რომ თქვენს ცხოველს აქვს კარგად მორგებული საყელო და საიდენტიფიკაციო ჩიპი. მიკროჩიპი იდენტიფიკაციის მუდმივი საშუალებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია განახლდეს მიკროჩიპის რეესტრის მონაცემთა ბაზაში.
➡️გათბობა: შეამოწმეთ სახლში გათბობის სისტემების უსაფრთხოება და დაიცავით მათი ახლო კონტაქტის წესები.
➡️კვება: შინაური ცხოველის ზოგიერთი მფლობელი ფიქრობს, რომ ზედმეტი წონა მათ შინაურ ცხოველს სიცივისგან დამატებით იცავს, მაგრამ ამასთან დაკავშირებულია ჯანმრთელობის რისკებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში აღემატება პოტენციურ სარგებელს. დააკვირდით თქვენი შინაური ცხოველის სხეულის მდგომარეობას და შეინარჩუნეთ ისინი ჯანმრთელები. გარეთ მყოფ შინაურ ცხოველებს ზამთარში დასჭირდებათ მეტი კალორია, რათა გამოიმუშაონ სხეულის საკმარისი სითბო და ენერგია, ასევე შეინარჩუნონ სითბო.
📍 ამოვიცნოთ საფრთხე: თუ თქვენი შინაური ცხოველი წკმუტუნებს, კანკალებს, გეჩვენებათ რომ შეშფოთებულია, ანელებს ან წყვეტს მოძრაობას, სუსტადაა ან იწყებს თბილი ადგილების ძებნას, შესაძლოა ჰიპოთერმიის ნიშნებს ჰქონდეს ადგილი, შესაბამისად დაუყოვნებლივ მიგვმართეთ კონსულტაციისათვის.
☺️კონსულტაცია და ვეტერინარის გამოძახება ფასიანია
ასევე შეგიძლიათ დაგვიტოვოთ შეტყობინება
what's up და 📩 [email protected] პლათფორმებზე.