არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA დაფუძნდა 2006 წელს. კავშირი მოქმედებს საქართველოს კანონისა და საკუთარი წესდების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 18 ივლისის # 851 გადაწყვეტილებით.
კავშირის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ცხოველთა დაცვა და გადარჩე
ნა, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლა, ინტეგრირება და საზოგადოების ცნობიერებაში მისი ასახვა (იხილეთ კავშირის მისია – http://gspsa.org.ge/mission/).
კავშირში გაწევრეანებულია საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები. ძირითადი ყურადღება ეთმობა ქვეყანაში არსებული მიუსაფარ ცხოველთა ყოფის გაუმჯობესებას. ამ მიზნით GSPSA იბრძვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ჰუმანური წესების დასამკვიდრებლად.
კავშირში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექცევა ცხოველებისადმი სისასტიკისადმი ბრძოლას და სათანადო სამართლებრივი რეგულაციების დამკვიდრებას. დღეს ქვეყანაში არ არსებობს "შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონი და მთავარ მიზანს, სწორედ ამ კანონპროექტზე მუშაობა და დასამტკიცებლად ბრძოლა წარმოადგენს. "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" მზადაა და სურვილი აქვს ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ფონდთან და ინდივიდთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცხოველთა კეთილდღეობის საკითხების მოგვარებაში საქართველოსა და კავკასიაში.
ორგანიზაციისთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია: ფინანსური, მატერიალური, ინტელექტუალური და სხვა.
ფინანსური დახმარებისათვის (შემოწირულობისათვის) გადადით ბმულზე:
http://gspsa.org.ge/donate/
_______________________________
The non-government not-for-profit union (association) “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” – GSPSA was founded in 2006. The union operates according to Georgian legislation and charter registered by the Ministry of Justice of Georgia by decision # 851 dated July 18, 2006. The idea of the foundation of this organization had existed long before the actual incorporation. The main driving ideas behind the creation of the Society are the preservation and establishment of the mechanisms of animal protection, the establishment of harmonic relationship between humans and animals, the study and adoption of international standards and experience, and changing of the mentality of the society in relation to animal welfare matters in Georgia and the Caucasus region. Three years prior to the incorporation, a shelter for stray dogs and puppies was set with the help and participation of the Society's current members. Since then the shelter has been a home for over 5,000 animals till their safe release to kind and caring people. The Society has also from the very beginning established links with the various international animal welfare organizations. The Georgian Society for the Protection and Safety of Animals is ready and willing to cooperate with all international organizations, funds, and individuals, interested in solving the issues concerning animal welfare in Georgia and the Caucasus.