ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი გვერდი ემსახურება მიუსაფარი ცხოველების დახმარებას და გადარჩენას. The page is dedicated to helping and rescuing stray animals.

ჩვენი მორტიცია 🥰
21/08/2026

ჩვენი მორტიცია 🥰

ბაბის მკურნალობიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა და როგორც მეწერა მომავალი კვირის ტრანსპორტირების თანხა, 400 ლარი გადარიცხულ...
21/08/2026

ბაბის მკურნალობიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა და როგორც მეწერა მომავალი კვირის ტრანსპორტირების თანხა, 400 ლარი გადარიცხულია მძღოლთან.
ყველაფერი კარგად მიდის
და მჯერა რომ სულ მალე გამოჯანმრთელდება ჩვენი გოგონა
მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხართ ❤️

21/08/2026

ასეთი წერილი მივიღე
დასაძინებლად წაიყვანენ თუ ვინმემ არ შეიფარა დღეს
მაქსიმალურად გაავრცელეთ!!

რუსტავში ვარ ჩამივიყვან თბილისში ჩაბარებით. ერტი 50 ლარით დაგეხმარებით. ეხლა პაშტეტი ვაჭამე სტკივა კნავის ძალიან მეცოდება სხვანაირად ვერ ვეხმარები. ვოლონტიორებმა იქნებ მიხედონ თან ფულსაც ურიცხავენ მეც 50 ლარს დავუტოვებ ვინც ჩაიბარებს კნუტს

577118625 ემზარი

ჩუქდება პატარა სიყვარული ცხოვრობს სპორტ დარბაზში და არ არის ის გარემო მისთვის უსაფრთხო საჩუქრად მოჰყვება სტერილიზაციამაქ...
21/08/2026

ჩუქდება პატარა სიყვარული
ცხოვრობს სპორტ დარბაზში და არ არის ის გარემო მისთვის უსაფრთხო
საჩუქრად მოჰყვება სტერილიზაცია
მაქსიმალურად გაავრცელეთ

ეს არის ძაღლი, რომელსაც ცემდნენ .ეს არის ძაღლი, რომლის ფეხზე დასაყენებლად ძალები არ დამიშურებია .ხვალ თუ კლინიკაში არ წა...
20/08/2026

ეს არის ძაღლი, რომელსაც ცემდნენ .
ეს არის ძაღლი, რომლის ფეხზე დასაყენებლად ძალები არ დამიშურებია .
ხვალ თუ კლინიკაში არ წავიყვანე მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდება და ფატალურ შედეგებამდე მივალთ..
პირველად გთხოვთ ლუსის დახმარებას ..
მხოლოდ 650 ადამიანი 1 ლარით .
დანარჩენი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. .

მიუთითეთ ლუსი

ხვალ ვერ მიმყავს კლინიკაში, რადგან მხოლოდ 5 ლარი შეგროვდა..

tbc


sakartvelo



liberty



PayPal
[email protected]

ლუსის ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება ..ალბათ ბევრი იცნობთ ამ სამტრედიელ ნატანჯ და ნაწამებ ძაღლს, რომელიც პირადად შევიფარე ...
20/08/2026

ლუსის ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება ..
ალბათ ბევრი იცნობთ ამ სამტრედიელ ნატანჯ და ნაწამებ ძაღლს, რომელიც პირადად შევიფარე აპრილში სახლში.
ლუსი იყო ნაცემი და ძალიან დასუსტებული. რა ძალის და შრომის ფასად დამიჯდა მისი ფეხზე დაყენება ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
ურთულესი შემთხვევა იყო, როდესაც პირადად მომიწია მენტალური პრობლემების ცხოველთან მუშაობა. თავიდან საერთოდ არ მენდობოდა, შიშისგან იშარდავდა და საბელის გაკეთებაზე საერთოდ ვერც ვიოცნებებდით.
ლამის ოთხთვიანი ბრძოლის მერე ძაღლი საერთოდ სხვა ძაღლად ვაქციე..
ალბათ იმაშიც არ გეპარებათ ეჭვი, რომ არაფერი მომიკლია მისთვის . მათ შორის ყოველ თვე შინაგან და გარეგან პარაზიტებზე დამუშავება.
ცოფის ანტისხეულების ანალიზიც გავუკეთე.
დღეს ერთ ერთი ძაღლის დონორად მივიყვანე კლინიკაში და ჩემდა გასაოცრად ლუსის საშინელი სისხლის ანალიზი აღმოაჩნდა, ტესტით კი ერლიხიოზი დაუდასტურდა .
დღემდე არავისთვის არაფერი მითხოვია ლუსისთან დაკავშირებით.
ყველაფერს თავად ვუკეთებდი , მაგრამ ეხლა სხვა მდგომარეობაა...
იმდენად ცუდი ანალიზები აქვს, რომ საჭიროა ხუთი დღე Veterinary Clinic DAFI • ვეტერინარული კლინიკა დაფი ში ტარება, სადაც კომპლექსური მკურნალობა და გადასხმები უნდა ჩაუტარდეს. ბევრჯერ მიმკურნალია მხოლოდ აბებით, მაგრამ ამ ანალიზების ფონზე აუცილებელია გადასხმები..
კლინიკა დღე 60
ცხოველების ტაქსი 70.
მარტო ვეღარ გავწვდები ამ ხარჯებს. ლუსი ხვალვე უნდა წავიყვანო სამკურნალოდ.
ეხლა კი თქვენს ერთიანობაზეა ყველაფერი დამოკიდებული..
ზუსტად 650 ადამიანი მჭირდებით..
დამატებით რაც დასჭირდება წამლები მე ვიყიდი..

ვინ გადამარჩენინებთ?

დაპლიუსდით

სასწრაფოდ!!!ამ იორკის სიცოცხლის გადასარჩენად ვეძებთ სისხლის დონორ ძაღლს, რომელიც იქნება ვაქცინირებული და 10 კილოდან ზევი...
20/08/2026

სასწრაფოდ!!!
ამ იორკის სიცოცხლის გადასარჩენად ვეძებთ სისხლის დონორ ძაღლს, რომელიც იქნება ვაქცინირებული და 10 კილოდან ზევით წონის.
მაქსიმალურად გაავრცელეთ

593 47 93 30
ლარა სამთელაძე

ეხლა ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბრო, რომელთან დაკავშირებითაც რატომღაც დღემდე საჯაროდ არცერთი ცხოველთა დაცვ...
20/08/2026

ეხლა ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბრო, რომელთან დაკავშირებითაც რატომღაც დღემდე საჯაროდ არცერთი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის პოზიცია არ მომისმენია , არადა ვთვლი რომ ეს არის ერთ ერთი სერიოზული პრობლემა ამ სფეროში.

არავის გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ ვერ შეგვყავს დღეს საქართველოდან გადარჩენილი ცხოველები ევროკავშირში ორგანიზაციების ოფიციალური თანამშრომლობის გზით?

მე აგიხსნით, როგორც ორგანიზაცია ,,ენიმალ რესქიუ ჯორჯია " ს დამფუძნებელი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოში, ცხოველების გადარჩენაზე მომუშავე თითოეულ ადამიანს და ორგანიზაციას ეხება.

ჩვენი შრომა და ბრძოლა ამ კუთხით აუწონავია და რის ფასად გვიჯდება ყველამ ვიცით. წარმოიდგინეთ ყოველდღიურად ვპოულობთ გადასარჩენ ცხოველებს, ვუკეთებთ ოპერაციებს, ვცრით, ვჩიპავთ, ტიტრები, კვება და ცალკე შემფარებლები . თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში ვეძებთ მათთვის ოჯახებს .. ხან წარმატებით და ხან ვერც ვაჩუქებთ.

მაგრამ გადარჩენას აქვს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი:
ცხოველს საბოლოოდ უნდა ჰქონდეს საკუთარი სახლი და ოჯახი.
და სწორედ აქ იწყება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც მე ვისაუბრებ.

საქართველოში ნორმალური ოჯახების მოძებნა ჩვენი გადარჩენილი მეგობრებისთვის უფრო და უფრო რთული ხდება. ამ დროს კი ევროპაში არსებობენ ოჯახები და ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან აიყვანონ ჩვენი გადარჩენილები.

თუმცა მათთან ოფიციალური თანამშრომლობის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი დაბრკოლება არსებობს.

ეს დაბრკოლება Regulation (EU) 2021/404 ია

რა არის Regulation (EU) 2021/404?

ევროკავშირს აქვს საერთო წესები, რომლებიც განსაზღვრავს, რომელი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შეიძლება გარკვეული ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ევროკავშირში ოფიციალურად შეტანა.
ამ რეგულაციას ჰქვია Commission Implementing Regulation (EU) 2021/404.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაწილი — Annex VIII, Part 1, რომელიც ეხება კომპანიონ ცხოველებს.

ევროკავშირს აქვს მესამე ქვეყნების ოფიციალური სია და ამბობს:

„ამ ქვეყნებიდან შეგვიძლია მივიღოთ კომპანიონი ცხოველები,, თუ ევროკავშირის ყველა დანარჩენი ვეტერინარული და ადმინისტრაციული მოთხოვნა შესრულებულია.“
მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს ჩემს მიერ ზემოთნახსენებ სიაში. და სამწუხაროდ საქართველო ამ სიაში ამჟამად არაა.

უფრო მარტივ ენაზე რომ აგიხსნათ
როდესაც ადამიანი საკუთარ ძაღლთან ერთად მოგზაურობს და ცხოველი კვლავ მისი საკუთრება რჩება, ეს არის არაკომერციული გადაადგილება და მასზე სხვა წესები მოქმედებს.

მაგრამ როდესაც საქართველოში გადარჩენილი ძაღლი ევროკავშირში მიდის იმისთვის, რომ იქ ახალ ოჯახს გადაეცეს, სამართლებრივად ეს უკვე უბრალოდ „საკუთარ შინაურ ცხოველთან ერთად მოგზაურობა“ აღარ არის.

აქ სიტყვა „commercial“ მა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში.

ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ ვინმე ცხოველს ყიდის .
ცხოველი შეიძლება სრულიად უსასყიდლოდ ჩუქდებოდეს. მაგრამ როდესაც გადაადგილების მიზანია მისი სხვა ადამიანისთვის გადაცემა ან მფლობელის შეცვლაა, შესაბამისი ევროკავშირის იმპორტისა და ცხოველთა ჯანმრთელობის წესები მოქმედდებს.
ამიტომ შეიძლება კონკრეტულ ძაღლს ჰქონდეს ყველაფერი:
მიკროჩიპი,
ცოფის ვაქცინა,
დადებითი ტიტრის პასუხი.
პასპორტი და ვეტერინარული დოკუმენტები...
მაგრამ ეს მაინც ვერ აგვარებს მთავარ პრობლემას, რადგან მისი წარმოშობის ქვეყანა შესაბამისი ოფიციალური პროცედურისთვის ევროკავშირის სიაში არ არის.

ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად სანდოდ მუშაობს სახელმწიფოს ვეტერინარული სისტემა.
როგორ კონტროლდება ცოფი და სხვა დაავადებები?
არსებობს თუ არა დაავადებათა რეალური ზედამხედველობა?
შესაძლებელია თუ არა ცხოველის წარმოშობისა და გადაადგილების მიკვლევა?
როგორ კონტროლდება ის დაწესებულება, საიდანაც ცხოველი ევროკავშირში მიდის?
რამდენად სანდოა ოფიციალური ვეტერინარული სერტიფიკაცია?
და შეუძლია თუ არა საქართველოს სახელმწიფოს ევროკომისიას მისცეს ყველა საჭირო ოფიციალური გარანტია?

ამიტომ საინტერესოა
მიმართა თუ არა საქართველომ ოდესმე ოფიციალურად ევროკომისიას Regulation (EU) 2021/404-ის Annex VIII, Part 1-ში მოსახვედრად?

თუ მიმართა:
როდის შევიტანეთ განაცხადი?
რა ეტაპზეა პროცესი?
რა გვიპასუხა ევროკავშირმა?
რა დამატებითი მოთხოვნები ან გარანტიები მოგვთხოვეს?
და კონკრეტულად რა გვაკლია დღეს იმისთვის, რომ საქართველო შესაბამის სიაში მოხვდეს?
ხოლო თუ საქართველოს ჯერჯერობით საერთოდ არ მიუმართავს ევროკომისიისთვის ამ საკითხზე, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მიჩნდება:
რატომ არ დაგვიწყია ეს პროცესი და რა არის საჭირო მის დასაწყებად?

ამასთან დაკავშირებით ჩემმა ორგანიზაციამ მოამზადა ოფიციალური წერილი და მიმართავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
მინდა მივმართო საქართველოში მოქმედ სხვა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და შევთავაზო, რომ სახელმწიფოს ერთობლივად მივმართოთ.

თქვენი შემოერთება მნიშვნელოვანია, რადგან ეს პრობლემა ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას კი არა, საქართველოში ცხოველთა გადარჩენაზე მომუშავე ყველა ჯგუფს ეხება.

ერთობლივი მიმართვა სახელმწიფოსთვის გაცილებით ძლიერი გზავნილი იქნება. როდესაც ერთსა და იმავე ცვლილებას რამდენიმე მოქმედი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ითხოვს, საკითხს უკვე ერთი ადამიანის ან ერთი ორგანიზაციის კერძო ინტერესად ვეღარ აღიქვამენ და იღებენ როგორც საერთო მოთხოვნას.
ამ ცვლილებამ მომავალში შეიძლება ყველა ჩვენგანს მისცეს შესაძლებლობა, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სანდო ორგანიზაციებთან ოფიციალურად და კანონიერად ვითანამშრომლოთ და ჩვენი გადარჩენილი ცხოველებისთვის ოჯახების მოძიების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვქონდეს.
ამიტომ ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ Animal Rescue Georgia-სთვის. თუ საქართველო ოდესმე მიიღებს შესაბამის სტატუსს, შედეგით ისარგებლებს მთელი ქართული ცხოველთა დაცვის სფერო და, რაც მთავარია, ათასობით ცხოველი.
სწორედ ამიტომ მინდა სხვა ორგანიზაციებიც შემოგვიერთდნენ — რაც უფრო ბევრი ვიქნებით ერთი მოთხოვნით, მით უფრო რთული იქნება ჩვენი ხმის უგულებელყოფა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გთხოვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაგვაყენოთ საქმის კურსში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოკლედ ამ ძაღლთან დაკავშირებით..ველაპარაკე ძალიან მაგარ გოგოს, რომელიც მასზე დღემდე ზრუნავს. მის გარდა კიდევ ორი ადამიან...
20/08/2026

მოკლედ ამ ძაღლთან დაკავშირებით..
ველაპარაკე ძალიან მაგარ გოგოს, რომელიც მასზე დღემდე ზრუნავს. მის გარდა კიდევ ორი ადამიანია , ვინც ყურადღებას აქცევს. კენგურუ ჰქვია.
დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში ყოფილა, თუმცა ნაწოლები არ აქვს. მე ველაპარაკე ერთ კარგ ქალს კანადაში, უნდოდა აყვანა მაგრამ მისი ოჯახი წინააღმდეგი აღმოჩნდა.
ამ ძაღლს სჭირდება სახლი და არა თავშესაფარში, ვოლიერში გამოკეტვა. კანის პრობლემა აქვს, ორჯერ ვაკდერმიც გაუკეთდა და ორი კვირის წინ ნექსგარდიც მისცეს.
მორალისტების გასაგონად, ვინც ხმის ღაღადით მომიწოდებთ, რომ ძაღლი თავშესაფარში მივიყვანო. ეს ვარიანტი არ განიხილება.
ის ექიმებმაც ნახეს და თქვეს, რომ გავლას იმაზე უკეთ ვერ შეძლებს, ვიდრე აქამდე დადიოდა.
ამ თავისუფალ სულს ვოლიერში მე არ გამოვკეტავ.
უკეთესი ვარიანტი არის ფასიანი სიცოცხლის ბოლომდე, ან მე ვეცდები ვუპოვო საზღვარგარეთ სახლი.
დანარჩენი თქვენი ერთიანობის მიხედვით გადაწყდება
კომენტარებში გელოდებით

ელენა
19/08/2026

ელენა

Address

Rustaveli 20
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი:

Shortcuts

Share