ნუტრიმაქსი - თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ცხოველთა კვების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
2016 წელს კომპანია ახალ საფეხურზე გადავიდა და გახსნა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 85,000 ტონას შეადგენს. ქარხანა შექმნილია ჰოლანდიელი პარტნიორების ჩართულობითა და კონსულტაციებით, რაც სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან.
დღეს ნუტრიმაქსი ფერმერებს სთავაზობს: მზა საკვებსა და საკვებ დანამატებს -
მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით - ეფექტიანი ზრდისა და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ჩვენი მომხმარებლები ასევე სარგებლობენ უფასო პროფესიული კონსულტაციებით, რაც მათ ეხმარება ფერმის ოპტიმიზაციასა და განვითარებაში.
2023 წელს ნუტრიმაქსის პორტფელი კიდევ უფრო გაფართოვდა - გაიხსნა ექსტრუდირებული საკვების წარმოების ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო კომპანიონი ცხოველებისა და თევზებისთვის. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის საკვებს ყველა ჯიშის ძაღლისა და კატისთვის, რომლებიც შემუშავებულია პროფესიონალი ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების მიერ.
დღეს ნუტრიმაქსში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, ხოლო ჩვენი პროდუქცია ამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიისა და შუა აზიის არაერთ ქვეყანას.
ნუტრიმაქსი - გავხადოთ ხარისხიანი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი.