გია მჭედლიშვილი ზოოფსიქოლოგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გია მჭედლიშვილი ზოოფსიქოლოგი
Directions

გია მჭედლიშვილი ზოოფსიქოლოგი ზოოფსიქოლოგი კერძოდ, ძაღლის ქცევის სპეციალისტი აღზრდა, ქცევის კორექცია, წვრთნა, სასტუმრო

28/09/2026

როგორც ყოველთვის მამას ჭკვიანი #წვრთნა #ძაღლისაღზრდა #ძაღლებისმოყვარულები

27/09/2026

🌙 ღამის სეირნობები ძაღლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

სიბნელეში ძაღლები ხშირად უფრო მეტად იძაბებიან, რადგან გარემოს ისე კარგად ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, ღამის სეირნობისას შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მისი კონკრეტული შიშები და თანდათან მოახდინოთ მათი კორექცია.

ამავდროულად, თქვენ ასწავლით სრულიად საპირისპიროს — სიბნელეშიც კი იყოს მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული. 🐕‍🦺

რაც მთავარია, ამ დროს ნდობაც ძლიერდება: ძაღლი იმყოფება სიტუაციაში, სადაც კარგად ვერ ხედავს, მაგრამ მაინც მშვიდად მოგყვებათ და თქვენ გენდობათ. 🤝

ჩამონათვალი კიდევ საკმაოდ დიდია, თუმცა იმედი მაქვს, ამ ერთი პატარა, მაგრამ ძაღლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მაგალითით, უკვე დაგაფიქრეთ, რატომ არის საჭირო ძაღლის სხვადასხვა სიტუაციასა და გარემოში გასეირნება. ❤️

26/09/2026

თათები მოვუკოხტავეთ და ქლიბითაც დავიმუშავეთ კლანჭები 😬 როგორც ყოველთვის კრიოსა იდიალურია💖🥰

24/09/2026

🔊 ხმოვანი ტიპის სოციალიზაცია გულისხმობს ძაღლისთვის სხვადასხვა ტიპის ხმის ეტაპობრივ გაცნობას, რათა ის ამ ხმებს მიეჩვიოს და მათზე შიშის, ზედმეტი აღელვების ან სხვა არასასურველი რეაქციის ნაცვლად, სტაბილური, ადეკვატური და კონტროლირებადი რეაქცია ჩამოუყალიბდეს. 🐕🧠

მაგალითად, შეგვიძლია ძაღლი ეტაპობრივად მივაჩვიოთ აფეთქებების ხმას 💥, რათა მათ საფრთხედ აღარ აღიქვამდეს; სხვა ძაღლების ყეფას 🐕🔊, რომ არ შეეშინდეს ან ზედმეტად არ აღელდეს; ან სოფლის ცხოველების ხმებს 🐄🐑, რათა მათი გაგონებისას გარეთ გაქცევისა და დევნის ნაცვლად, მშვიდად გააგრძელოს სახლში ყოფნა. 🏠

🎯 მთავარი მიზანია, ძაღლმა ისწავლოს, რომ სხვადასხვა ხმა ავტომატურად არ ნიშნავს საფრთხეს ან მოქმედების აუცილებლობას და შეძლოს გარემოს ხმებზე მშვიდი, სტაბილური და კონტროლირებადი რეაქციის შენარჩუნება.

24/09/2026

🐕 როგორ ფიქრობთ, რომელი ძაღლია უფრო შეზღუდული?

ის, რომელმაც იცის, როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში, სად შეიძლება თავისუფლად ყოფნა, როდის უნდა გაჩერდეს და როდის დაბრუნდეს პატრონთან? 🧠

თუ ის, რომელსაც არაფერი უსწავლია და როგორც კი საბელს მოხსნი, პირველი რაც უნდა გააკეთოს — პატრონისგან გაქცევაა? 🏃‍♂️💨

ნამდვილი თავისუფლება არ არის, როცა ძაღლს ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევ. 🚫

ნამდვილი თავისუფლებაა, როცა ძაღლს იმდენი რამ აქვს ნასწავლი, რომ შეგიძლია მას მეტი თავისუფლება მისცე — იმიტომ, რომ იცი, ის ამ თავისუფლებას სწორად გამოიყენებს. 🐕🕊️

23/09/2026

ემა და ბონის სეირნობის მონაკვეთი 💖🥰 თქვენ პატარას თუ ასეირნებინებთ ცუგოს ან თქვენ როგორ ასეირნებთ?

20/09/2026

ოლაინ კონსულტაცია მომწერეთ ავარჩევ ერთ ადამიანს რომელიც ლაივში ჩაერთვება იქ უკვე გავივლით ყველაფერს წარმატებები ყველას 💖🥰

19/09/2026

ქუჩის ცუგოებთან მუშაობა არის ყველაზე სასიამოვნო თუ იცი რას აკეთებ და ამისთვის საჭიროა რომ ვიღაცამ დეტალურად ახსნას და განმარტოს ყველა მათი ნაბიჯი და მოქმედება რაშიც სამომავლოდ შევეცდები რომ დაგეხმაროთ

18/09/2026

მოგესალმებით ყველას იმედია ესეთი ფორმატის ვიდეო მოგეწონებათ და თქვენთვის ინფორმაციული იქნება 😊

12/09/2026

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში, რომ ძაღლს ხმების მიმართ დამოკიდებულება შევუცვალოთ.

დროთა განმავლობაში ის სწავლობს, რომ ხმები, რომლებიც ოდესღაც შეიძლება შიშს ან დაძაბულობას იწვევდა, რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს. შედეგად, ხმების მიმართ რეაქცია თანდათან სუსტდება და საბოლოოდ შეიძლება საერთოდ დაკარგოს მათ მიმართ ინტერესი.

ამასთან ერთად, ასეთი ვარჯიში მნიშვნელოვნად აძლიერებს ძაღლის ნდობას პატრონის მიმართ — ის სწავლობს, რომ რთულ ან მისთვის გაუგებარ სიტუაციაში პატრონს შეუძლია ენდოს და მშვიდად დარჩეს.

ეს საკმაოდ კომპლექსური ვარჯიშია, რომელიც არა მხოლოდ არსებული შიშების შემცირებას და დროთა განმავლობაში გააქრობს, არამედ მომავალში სხვადასხვა პრობლემების პრევენციასაც ემსახურება.

Address

გორის 27
Tbilisi
0112

Opening Hours

Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 00:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გია მჭედლიშვილი ზოოფსიქოლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category