24/06/2026
😼 ეს მარსია. მისი გაცნობიდან მალევე მიხვდებით, რომ სახელი შეფერილობის გამო კი არა, მისი ხასიათიდან გამომდინარე შეურჩიეს. მთლად ომის ღმერთი არ არის, მაგრამ ბუნებით მეომარი და დაუოკებელია.
მარსის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს იმ ფოჩებიან ნაჭერთან, რომლითაც მისი პატრონი იატაკს წმენდს.
ოღონდ არ იფიქროთ, რომ ამ ქაოსის მომხრე არსებას სახლის დალაგებისკენ აქვს მიდრეკილება. უბრალოდ, ეს აქეთ-იქით მოძრავი ფოჩები მისთვის დაუძლეველი ცდუნებაა. თვალს მოკრავს თუ არა, მაშინვე იწყება ჩასაფრება, ნადირობა და სრული საომარი მოქმედებები 🐾
სტუმრები ძალიან უყვარს. როგორც კი ვინმე მოვა, მარსი მაშინვე იწყებს სტუმრებზე დაკვირვებას, მათ გაცნობას, ყურადღების მიაქცევას და მოგვიანებით ტელევიზორის საყურებლადაც მიიპატიჟებს. დიახ, ტელევიზორის ყურებაც უყვარს. თან ისე გაფაციცებით, გეგონებათ, ძალიან ღელავდეს მსოფლიო მოვლენებზე.
ძალიან ცნობისმოყვარეა, იმდენად, რომ ერთხელ ამ ცნობისმოყვარეობამ ლამის სერიოზულ პრობლემაში გახვია - მეხუთე სართულიდან ისკუპა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ ოჯახი გაათმაგებული ყურადღებით აკონტროლებს მას.
მოუსვენარი, სასაცილო და უსასრულოდ ცნობისმოყვარე მარსი იმ კატების კატეგორიას მიეკუთვნება, ვისთან ერთადაც ცხოვრება არასდროსაა მოსაწყენი.
სნექებზე გიჟდება. საკმარისია შეფუთვის გახსნის ხმა გაიგოს და უმალვე გამოიქცევა სადაც არ უნდა იყოს, თანაც სრულიად დარწმუნებულია, რომ თითოეული ლუკმა მას ეკუთვნის.
,,კომპეტენტოს" საკვებიც სიამოვნებით დაგვიგემოვნა და კუდის ქნევით დაგვიდასტურა კმაყოფილება.🐾
პროდუქტზე მეტ ინფორმაციას აქ ნახავთ 👉https://competento.com/product/steriluri-katis-sakvebi/
შეძენას კი Wolt-სა და უბნის ზოომაღაზიებში შეძლებთ, მოგვწერეთ და მისამართებს დაგიზუსტებთ.
#კომპეტენტო #კატა #კატისსაკვები