აგრიქულა • Agricula

აგრიქულა • Agricula ყველაფერი რაც გჭირდებათ აყვავებული მეურნეობისა და ბედნიერი შინაური ცხოველებისთვის. 🌱🐾

🚚მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით!
(2)

💛 გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს!📣 მარიამობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აგრიქულას შოურუმები მუშაობას 29 აგვისტოს, ...
28/08/2026

💛 გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს!

📣 მარიამობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აგრიქულას შოურუმები მუშაობას 29 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებენ.

🔗 სასურველი პროდუქტების ონლაინ შესაკვეთად ეწვიეთ ჩვენს საიტს: https://agricula.ge/

🐄🪲 ციფლურის წვეთების მარაგი შეივსო - წვეთოვანი დაცვა ტკიპებისა და მწერებისგან!ციფლური ინსექტოაკარიციდული ხსნარია გარე გა...
27/08/2026

🐄🪲 ციფლურის წვეთების მარაგი შეივსო - წვეთოვანი დაცვა ტკიპებისა და მწერებისგან!

ციფლური ინსექტოაკარიციდული ხსნარია გარე გამოყენებისთვის, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ცხოველების კანზე და იცავს მათ ფართო სპექტრის პარაზიტებისგან.

👉 როდის გამოიყენება?
▪️ ტკიპების დროს
▪️ ბუზებისა და კოღოების წინააღმდეგ
▪️ ობობებისა და სხვა მავნე მწერების შემთხვევაში
▪️ საძოვარზე მყოფი პირუტყვისთვის
▪️ გარეთ მოძრავი ძაღლების დასაცავად

💡 ციფლურის უპირატესობები:
✔ მარტივად ისმება კანზე
✔ მოქმედებს უშუალოდ კანზე
✔ რეკომენდებული დოზით არ საჭიროებს ხორცისა და რძის გამოყენების შეზღუდვას

👉 სწორი დამუშავება - ნაკლები პარაზიტი და მეტი კომფორტი ცხოველისთვის

🛒 შეუკვეთეთ ონლაინ:
👉 agricula.ge/product/ciflur-10-ml-875

🚚 ადგილზე მიტანა ყველგან საქართველოში!

💛 აგრიქულა - ყველაფერი, რაც ფერმაში გჭირდებათ ადგილზე მიტანით

#ციფლური #ანტიპარაზიტულიწვეთები #ინსექტოაკარიციდი #ტკიპები #ბუზები #პირუტყვისდაცვა #აგრიქულა

🐔 ფრინველის გაძლიერება ვიტამინებითა და ამინომჟავებითჩიკტონიკი ფრინველებისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და ამინომჟავების ...
26/08/2026

🐔 ფრინველის გაძლიერება ვიტამინებითა და ამინომჟავებით

ჩიკტონიკი ფრინველებისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და ამინომჟავების კომპლექსია, რომელიც გამოიყენება ჰიპოვიტამინოზისა და ამინომჟავების უკმარისობის დროს.

👉 გამოიყენება:

▪️ სტრესის პერიოდში
▪️ ვაქცინაციის შემდეგ
▪️ ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ
▪️ ჰიპოვიტამინოზის დროს
▪️ ამინომჟავების უკმარისობისას

💡 შემადგენლობა და გამოყენება:

✔ შეიცავს A, D3, E, B ჯგუფისა და K3 ვიტამინებს
✔ შეიცავს ამინომჟავებს, მათ შორის მეთიონინს, ლიზინს, ჰისტიდინსა და არგინინს
✔ გამოიყენება სასმელ წყალთან ერთად

🛒 შეუკვეთეთ ონლაინ:
👉 agricula.ge/category?q=ჩიკტონიკი

🚚 ადგილზე მიტანა ყველგან საქართველოში!

💛 აგრიქულა - ყველაფერი, რაც ფერმაში გჭირდებათ ადგილზე მიტანით

#ჩიკტონიკი #ვიტამინები #ამინომჟავები #ფრინველისმოვლა #მეფრინველეობა #აგრიქულა

🌿🥬 მოსავლის ხარისხისთვის მცენარეს სწორი კვება სჭირდებააგასოლი NPK 5:10:43+TE EC წყალში ხსნადი სასუქია მაღალი კალიუმის შე...
25/08/2026

🌿🥬 მოსავლის ხარისხისთვის მცენარეს სწორი კვება სჭირდება

აგასოლი NPK 5:10:43+TE EC წყალში ხსნადი სასუქია მაღალი კალიუმის შემცველობით, რომელიც გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში ფოთლოვანი გამოკვებისა და წვეთოვანი მორწყვის გზით.

ფორმულაში შედის აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და სხვადასხვა მიკროელემენტები, რაც მცენარეს საკვები ელემენტების სწრაფად შეთვისებაში ეხმარება.

👉 გამოიყენება:

▪️ ბოსტნეულ კულტურებში
▪️ ხეხილში
▪️ მარცვლეულ კულტურებში
▪️ ფოთლოვანი კვებისთვის
▪️ წვეთოვანი მორწყვის სისტემით კვებისთვის

💡 აგასოლის უპირატესობები:

✔ კალიუმის მაღალი შემცველობა - 43%
✔ გამოირჩევა დაბალი ხარჯვის ნორმით
✔ ხელს უწყობს მცენარის გამძლეობას გარემო სტრესებისა და დაავადებების მიმართ
✔ აუმჯობესებს მოსავლიანობას

🛒 შეუკვეთეთ ონლაინ:
👉 agricula.ge/product/agasol-npk-51043te-1-kg-145

🚚 ადგილზე მიტანა ყველგან საქართველოში!

💛 აგრიქულა - ყველაფერი, რაც ფერმაში გჭირდებათ ადგილზე მიტანით

#აგასოლი #სასუქი #მცენარეთაკვება #ფოთლოვანიკვება #წვეთოვანიმორწყვა #მოსავლიანობა #აგრიქულა

10 პრაქტიკული რჩევა დამწყები მეფრინველეებისთვის🐔 როგორ მოვუაროთ ფრინველს სწორად?1️⃣ ბუდე ყოველთვის მშრალი და სუფთა უნდა ...
24/08/2026

10 პრაქტიკული რჩევა დამწყები მეფრინველეებისთვის

🐔 როგორ მოვუაროთ ფრინველს სწორად?

1️⃣ ბუდე ყოველთვის მშრალი და სუფთა უნდა იყოს
სუფთა ბუდე ამცირებს კვერცხის დაბინძურების რისკს და ხელს უწყობს მის უკეთ შენახვას.

2️⃣ კვერცხი რეგულარულად აკრიფეთ და სუფთა ხელით აიღეთ
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინკუბაციო კვერცხისთვის, რადგან დაბინძურება ამცირებს გამოჩეკვის ხარისხს.

3️⃣ საინკუბაციო კვერცხი არ გარეცხოთ
კვერცხის ნაჭუჭზე არსებული თხელი დამცავი ფენა იცავს შიგთავსს ბაქტერიებისგან, ამიტომ გარეცხვა დაუშვებელია.

4️⃣ საინკუბაციოდ სწორად შერჩეული კვერცხი გამოიყენეთ
საინკუბაციოდ გამოიყენეთ სწორი ფორმისა და ზომის კვერცხი, რომლის მასა, სასურველია, არანაკლებ 52-55 გრამია.

5️⃣ კვერცხი სწორ პირობებში შეინახეთ
საინკუბაციო კვერცხი შეინახეთ სუფთა, მშრალ სათავსოში, +12-+15°C ტემპერატურაზე და დაახლოებით 75% ტენიანობაზე.

პრაქტიკაში საინკუბაციო კვერცხი ხშირად ინახება ბლაგვი ბოლოთი ზემოთ, ვერტიკალურად, განსაკუთრებით თუ რამდენიმე დღეზე მეტხანს ინახება. ჰორიზონტალურად შენახვაც შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასურველია პერიოდულად გადაბრუნდეს.

6️⃣ ინკუბაცია დროულად დაიწყეთ
სასურველია, ინკუბაცია კვერცხის დადებიდან 7 დღის განმავლობაში დაიწყოს. რაც უფრო დიდხანს ინახება კვერცხი, მით მეტად მცირდება გამოჩეკვის პროცენტი.

7️⃣ ინკუბაციამდე კვერცხი შუქზე შეამოწმეთ
საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე უნდა იყოს, ყვითრი - ცენტრში, ხოლო ცილა - მკვრივი. თუ ყვითრი ან საჰაერო კამერა ზედმეტად გადაადგილდება, ასეთი კვერცხი საინკუბაციოდ არ გამოდგება.

8️⃣ ბუდე სწორად მოამზადეთ
ბუდე შეიძლება მოეწყოს ყუთში ან კალათში. მასში სუფთა, მშრალი თივა ან ნამჯა უნდა დააფინოთ და ნახევრად ბნელ, მშვიდ, მშრალ და კარგად განიავებად ადგილზე მოათავსოთ.

9️⃣ კრუხი ზედმეტად არ შეაწუხოთ
საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ დაზიანებული ან გაფუჭებული კვერცხი ამოიღეთ. ინკუბაციის დაწყების შემდეგ ახალი კვერცხის დამატება არ არის რეკომენდებული.

🔟 წიწილებს სწორი პირობები შეუქმენით
ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილებისთვის პირველ დღეებში ტემპერატურა 32-35°C უნდა იყოს, ხოლო შემდეგ ყოველ კვირას 2-3°C-ით თანდათან შემცირდეს. ასევე, დაუშვებელია სხვადასხვა ასაკის წიწილების ერთად მოთავსება.

💬 გჭირდებათ დახმარება ფრინველის მოვლის, ინკუბაციის ან წიწილების გამოზრდის საკითხებში?

კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 📲 591 50 96 77

💛 აგრიქულა - ყველაფერი, რაც ფერმაში გჭირდებათ ადგილზე მიტანით

წყარო: აგროკავკასიის სტატია - პრაქტიკული რჩევები ფრინველის საკარმიდამო პირობებში გაზრდისთვის - მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი.

#ვეტერინარისრჩევა #მეფრინველეობა #ფრინველი #ქათამი #საინკუბაციოკვერცხი #წიწილები #ფერმა #აგრიქულა

22/08/2026

ვიდეოში ნახავთ, რომელი პრეპარატი გამოიყენება ფასცილიოზისა და სხვა პარაზიტული დაავადებების დროს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარსა და თხაში.

პრეპარატის შესაძენად და დეტალური კონსულტაციისთვის ეწვიეთ აგრიქულას შოურუმებს.

#ფასცილიოზი #პირუტყვისმოვლა #ცხვარი #თხა #ვეტერინარია #აგრიქულა

👨‍🌾 ფერმერის რჩეული პროდუქტებიგიზიარებთ პროდუქტებს, რომლებსაც ფერმერები სხვადასხვა საჭიროებისთვის ხშირად ირჩევენ:🔵 ექტოც...
21/08/2026

👨‍🌾 ფერმერის რჩეული პროდუქტები

გიზიარებთ პროდუქტებს, რომლებსაც ფერმერები სხვადასხვა საჭიროებისთვის ხშირად ირჩევენ:

🔵 ექტოციდოლ 600 - ფართო სპექტრის ანტიპარაზიტული,ინსექტოაკარიციდული საშუალება

🔵 ოტოტოპის წვეთები - ყურისა და კანის წვეთები ძაღლებისა და კატებისთვის.

🔵 აქტარა - სისტემური ინსექტიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ.

🔵 ანტიმოსკიტო - რეპელენტი სპრეი კოღოების, ტკიპებისა და კრაზანების წინააღმდეგ.

🔵 მასტიტის დეტექტორი ჭიქა - მასტიტის შემოწმება რძის პირველივე წვეთებიდან

🛒 შეუკვეთეთ ონლაინ:
👉 https://www.agricula.ge/ka

🛍 ეწვიეთ ჩვენს შოურუმებს:
👉 https://www.agricula.ge/ka/contact

🚚 ადგილზე მიტანა ყველგან საქართველოში!

💛 აგრიქულა - ყველაფერი, რაც ფერმაში გჭირდებათ ადგილზე მიტანით

#ფერმერისრჩეული #ექტოციდოლი #ოტოტოპი #აქტარა #ანტიმოსკიტო #მასტიტისდეტექტორი #მეცხოველეობა #მეფრინველეობა #აგრო #ვეტერინარია #ფერმა #აგრიქულა

🐶 აქტიურ ძაღლს მეტი ენერგია სჭირდება!,,დაკი - მონადირე ძაღლი" სრულფასოვანი საკვებია ზრდასრული, ფიზიკურად აქტიური ძაღლები...
20/08/2026

🐶 აქტიურ ძაღლს მეტი ენერგია სჭირდება!

,,დაკი - მონადირე ძაღლი" სრულფასოვანი საკვებია ზრდასრული, ფიზიკურად აქტიური ძაღლებისთვის.

ცილისა და ცხიმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ენერგიის ადვილად ათვისებას და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას.

👉 ვისთვის არის განკუთვნილი?

▪️ მონადირე ძაღლებისთვის
▪️ სპორტული ძაღლებისთვის
▪️ ზრდასრული და ფიზიკურად აქტიური ძაღლებისთვის
▪️ ყოველდღიური კვებისთვის აქტიური დატვირთვის პერიოდში

💡 პროდუქტის მახასიათებლები:

✔ შეიცავს ქათმის ხორცსა და ცხოველურ პროდუქტებს
✔ შეიცავს კარნიტინს, გლუკოზამინსა და ქონდროიტინს
✔ გამდიდრებულია A, D3 და E ვიტამინებით

🛒 შეუკვეთეთ ონლაინ:
👉 https://www.agricula.ge/product/duck-a-hunting-dog-20kg-48

🚚 ადგილზე მიტანა ყველგან საქართველოში!

💛 აგრიქულა - ყველაფერი თქვენი ოთხფეხა მეგობრის მოვლისთვის

#დაკი #ძაღლისსაკვები #მონადირეძაღლი #სპორტულიძაღლი #აქტიურიძაღლი #ძაღლისმოვლა #აგრიქულა

19/08/2026

🪰 კრაზანები და მწერები გაწუხებთ?

ეფექტის ხაზში შეარჩიეთ პროდუქტები კრაზანებისა და სხვადასხვა მწერის წინააღმდეგ - სახლისთვის, ეზოსთვის ან ფერმის სივრცისთვის.

შეუკვეთეთ ონლაინ ან ეწვიეთ ჩვენს შოურუმებს - ადგილზე მიტანა ყველგან საქართველოში! 🚚

#ეფექტი #მწერებისწინააღმდეგ #კრაზანები #ფერმისმოვლა #აგრიქულა

🔅🐄 სითბური სტრესის საწინააღმდეგო ნაკრებისითბური სტრესი პირუტყვში ცხელ პერიოდში ვითარდება, როდესაც მაღალი ტემპერატურა და ...
18/08/2026

🔅🐄 სითბური სტრესის საწინააღმდეგო ნაკრები

სითბური სტრესი პირუტყვში ცხელ პერიოდში ვითარდება, როდესაც მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ცხოველის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.

ამ დროს პირუტყვში შეიძლება შემცირდეს მადა, გაიზარდოს გაუწყლოების რისკი, დასუსტდეს ორგანიზმი და შემცირდეს პროდუქტიულობა.

სწორედ ამიტომ, ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვანია დროული მხარდაჭერა და სწორი მოვლა.

🛒 ნაკრებში შედის:

1️⃣ რუმიფოსი 250 მლ - ეხმარება სითბური სტრესისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის მხარდაჭერას

2️⃣ განასუპერვიტი 50 გ - ხელს უწყობს გაუწყლოების პროცესის დაბალანსებას და სტრესისადმი მდგრადობის გაზრდას

3️⃣ ჩვენი ფაქიზო 250 გ - ეხმარება მადის გაუმჯობესებას და ფაშვის გამართულ ფუნქციონირებას

📉 დაავადებების რისკი 53%-ით ნაკლები
📈 წველადობა 15%-ით მეტი

🛒 შეიძინეთ ონლაინ:
👉 https://agricula.ge/product/heat-stress-basket-for-livestock-677

🚚 ადგილზე მიტანა ყველგან საქართველოში!

💛 აგრიქულა - ყველაფერი, რაც ფერმაში გჭირდებათ ადგილზე მიტანით

#სითბურისტრესი #პირუტყვი #მეცხოველეობა #რუმიფოსი #განასუპერვიტი #ჩვენიფაქიზო #ფერმა #აგრიქულა

Address

ქეთევან დედოფლის გამზირი #77
Tbilisi
0120

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00

Telephone

+995591509677

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აგრიქულა • Agricula posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to აგრიქულა • Agricula:

Shortcuts

Share