01/08/2026
📢📢📢
🦮🐕🦺🐕🦮🐕🦺
,,Todd's Grumming"- ის მომხმარებლებო და
ძვირფასო ძაღლის პატრონებო!
✅️გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობა და ასევე სხვა ცხოველებისა და გრუმინგ-სალონის სისუფთავე საერთო პასუხისმგებლობაა.
✅️თუ თქვენს ძაღლს რწყილები ან სხვა გარე პარაზიტები აქვს, გთხოვთ, გრუმინგზე მოყვანამდე აუცილებლად ჩაუტაროთ შესაბამისი ანტიპარაზიტული დამუშავება. რწყილები ადვილად ვრცელდება როგორც სხვა ცხოველებზე, ისე გარემოში, რის გამოც საფრთხე ექმნება ყველა სტუმარს.
✅️თუ გრუმინგის პროცესში აღმოჩნდება, რომ ძაღლი რწყილიანია, გრუმერს შეუძლია:
შეაჩეროს მომსახურება ან გადადოს ის, სანამ ძაღლი არ დამუშავდება;
ან, თუ მომსახურების გაგრძელება შესაძლებელია, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს პატრონს და დააკისროს დამატებითი საფასური, რომელიც დაკავშირებულია სალონის, ინსტრუმენტებისა და სამუშაო სივრცის ღრმა დეზინფექციასა და დამუშავებასთან.
✅️ძაღლის პატრონის პასუხისმგებლობაა:
რეგულარულად გამოიყენოს ვეტერინარის მიერ რეკომენდებული ანტიპარაზიტული საშუალებები;
გრუმერს წინასწარ აცნობოს, თუ ეჭვი აქვს რწყილების ან სხვა პარაზიტების არსებობაზე;
საჭიროების შემთხვევაში, ჯერ მოაგვაროს პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯავშნოს გრუმინგის მომსახურება.
‼️‼️‼️მადლობას გიხდით გაგებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და თანამშრომლობისთვის🍭🍭 ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი სალონი იყოს უსაფრთხო, სუფთა და კომფორტული ყველა ოთხფეხა სტუმრისთვის.🛁🚿🧽🫧💄💄