24/08/2026
⭕️ რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის ამ წყლის სასმელად გამოყენება? ჯერ კიდევ 1 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყლის მიღების შემდეგ მოსახლეობის ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. გთხოვთ, განმარტოთ, როდის და სად შემოწმდა წყლის ხარისხი, რა არის ლაბორატორიული კვლევის შედეგები და დადასტურებულია თუ არა, რომ წყალი სასმელად უსაფრთხოა?
❗️განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ წყალს უამრავი ბავშვი სვამს. თუ სათავე ნაგებობის სადრენაჟო სისტემა დაზიანებულია, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს მკაფიო და ოფიციალური ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა წყლის გამოყენება სასმელად და საკვების მოსამზადებლად.
გთხოვთ, კომპეტენტურმა პირებმა ამ საკითხს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ და მოსახლეობას ოფიციალური ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე მიაწოდონ ინფორმაცია. ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობა, ექსპერიმენტის საგანი არ უნდა გახდეს.
❗️ასევე საინტერესოა, რატომ არ მიეწოდება სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტს 24-საათიანი სასმელი წყალი, მაშინ როდესაც სოფლის გარკვეული ნაწილი უკვე სარგებლობს ამ პრივილეგიით.
✅ სახელმწიფომ სწორედ იმისთვის გამოყო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი, რომ სოფლის მოსახლეობას ჰქონოდა სუფთა, ხარისხიანი და უწყვეტი სასმელი წყალი. თუმცა, დღესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი წყალს გრაფიკით იღებს და, რაც კიდევ უფრო პრობლემურია, მიწოდებული წყალი სასმელად ვარგისი არ არის.
მაშინ ჩნდება მთავარი კითხვა: რისთვის და კონკრეტულად როგორ დაიხარჯა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 1 მილიონი ლარი, თუ პროექტის განხორციელების შემდეგაც სოფელს 24-საათიანი და უსაფრთხო სასმელი წყალი ვერ მიეწოდება?
მოსახლეობას აქვს სრული უფლება, მიიღოს დეტალური და გამჭვირვალე ინფორმაცია პროექტის ხარჯთაღრიცხვის, შესრულებული სამუშაოებისა და მიღებული შედეგების შესახებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პროგრამების მიზანი სწორედ მოსახლეობის 24-საათიანი და ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
კასპის მუნიციპალიტეტის მერია
ვახტანგ მაისურაძე / Vakhtang Maisuradze
საქართველოს მთავრობა
შიდა ქართლის მხარე