Mzedari • მზედარი

Mzedari • მზედარი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Mzedari • მზედარი, Animal shelter, tbilisi, Tbilisi.

ვზრუნავთ უმწეო ცხოველებზე – ვპატრონობთ, ვარჩენთ და ვაძლევთ სიცოცხლის შესაძლებლობას 💚
___________________________

We care for vulnerable animals – we shelter them, nurture them, and give them the chance to live. 💚

🤎 ჩოკო პაის სჭირდება მზრუნველი პატრონი! 🫏❤️გვყავს წლინახევრის მამალი ვირი — ჩოკო პაი, რომელსაც გავაჩუქებთ პასუხისმგებლია...
08/09/2026

🤎 ჩოკო პაის სჭირდება მზრუნველი პატრონი! 🫏❤️

გვყავს წლინახევრის მამალი ვირი — ჩოკო პაი, რომელსაც გავაჩუქებთ პასუხისმგებლიან და ცხოველების მოყვარულ ადამიანზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩოკო პაი მოხვდეს კარგ პირობებში, სადაც მას სათანადოდ მოუვლიან და არ გამოიყენებენ მძიმე სამუშაოებისთვის. 🫏🤎

❗️თუ მისი ურემში შებმა, ტვირთის ზიდვა, გადატვირთვა, ცემა ან სხვა სახის ექსპლუატაცია გაქვთ განზრახული, გთხოვთ, ნუ მოგვწერთ.❗️❗️

ჩოკო პაი გვინდა იყოს ისეთ გარემოში სადაც სიყვარულით და მზრუნველობით მოეკიდებიან. 🐴❤️

მოგვწერეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პირობებს იზიარებთ და მზად ხართ, ჩოკო პაის კარგი პირობები შეუქმნათ. 🫏🏡🤎

პოსტს ვარედაქტირებთ: გაჩუქდა საიმედო პატრონზე 🩷 ვეძებთ მზრუნველ და ცხოველების მოყვარულ პატრონს. მოგესალმებით, მეგობრებო ...
05/09/2026

პოსტს ვარედაქტირებთ: გაჩუქდა საიმედო პატრონზე 🩷

ვეძებთ მზრუნველ და ცხოველების მოყვარულ პატრონს.

მოგესალმებით, მეგობრებო ❤️

რვა თვის წინ, გადარჩენის მიზნით, გამოვისყიდეთ სამი წლის ვირი, რომელიც ამ დრომდე დროებით შემფარებელთან გვყავს, რადგან, სამწუხაროდ, საკუთარი თავშესაფარი ჯერ კიდევ არ გვაქვს.

ახლა გვსურს, მას ვუპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად შეიყვარებს და იზრუნებს მასზე. 🫏❤️

ვირს გავაჩუქებთ მხოლოდ ცხოველების მოყვარულ და პასუხისმგებლიან პატრონზე, რომელიც მას არ გამოიყენებს და არ გაუწევს ექსპლუატაციას.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება, მშვიდი ცხოვრება და კარგი პირობები.

თუ მზად ხართ, ეს პასუხისმგებლობა აიღოთ და მას ნამდვილად მზრუნველი გარემოს შესთავაზოთ, შეგვეხმიანეთ. 🙏

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად იზიარებთ ამ პირობას.

📸 ვურთავთ ფოტოს 🩷

We are looking for a caring owner who loves animals.

Hello, friends ❤️

Eight months ago, we rescued a three-year-old donkey by buying him to save his life. Since then, he has been staying with a temporary foster carer because, unfortunately, we still do not have a shelter of our own.

We would now like to find someone who will truly love him and take good care of him. 🫏❤️

We will give the donkey only to a responsible, animal-loving owner who will not use or exploit him in any way.

His safety, a peaceful life, and good living conditions are what matter most to us.

If you are ready to take on this responsibility and offer him a genuinely caring home, please contact us. 🙏

Please get in touch only if you fully agree with and are committed to these conditions.

📸 Photo attached 🩷

მოგესალმებით ❤️გიზიარებთ 30 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს ჩვენი გადარჩენილი, სიღნაღელი მერცხალას შესახებ. 🫏🤍ზუსტად ერთი წლი...
31/08/2026

მოგესალმებით ❤️

გიზიარებთ 30 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს ჩვენი გადარჩენილი, სიღნაღელი მერცხალას შესახებ. 🫏🤍

ზუსტად ერთი წლის წინ მერცხალა გამოვისყიდეთ მძიმე პირობებიდან და მისი გადარჩენის ისტორია სწორედ მაშინ დაიწყო. მერცხალა ახლა უსაფრთხოდაა. ❤️

მერცხალა შეიფარა ბატონმა ტარიელმა, სოფელ კაკაბეთში, რისთვისაც მას გულითად მადლობას ვუხდით. 🙏

ერთი წლის წინ მისი მდგომარეობა სულ სხვანაირი იყო, დღეს კი უკვე მშვიდ და დაცულ გარემოში ცხოვრობს, სადაც მასზე ზრუნავენ და საფრთხე აღარ ემუქრება.

ჩვენთვის თითოეული გადარჩენილი ცხოველის ასეთი ცვლილება უდიდესი ბედნიერებაა. 🤍

მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიების უკან დგას, გვეხმარება და გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი სიცოცხლე გადავარჩინოთ. 🫶

Hello ❤️

We’re sharing photos taken on August 30 of our rescued donkey, Mertskhala, from Sighnaghi. 🫏🤍

Exactly one year ago, we bought Mertskhala out of the terrible conditions she was living in, and that was when her rescue story began. Today, Mertskhala is safe. ❤️

Mertskhala was given a home by Mr. Tariel in the village of Kakabeti, and we are deeply grateful to him for taking her in. 🙏

A year ago, her situation was completely different. Today, she lives in a peaceful and protected environment, where she is cared for and no longer in danger.

Seeing such a transformation in every animal we rescue brings us immense happiness. 🤍

Thank you to everyone who stands behind these stories, supports us, and makes it possible for us to save another life. 🫶

მოგესალმებით ❤️ალბათ გახსოვთ ჩვენი გადარჩენილი ასაკოვანი ვირი — ნაცარა 🫏🤎, რომელიც ამჟამად კუმისის მიმდებარედ, ბატონ დავ...
22/08/2026

მოგესალმებით ❤️

ალბათ გახსოვთ ჩვენი გადარჩენილი ასაკოვანი ვირი — ნაცარა 🫏🤎, რომელიც ამჟამად კუმისის მიმდებარედ, ბატონ დავით ქობულაშვილთან გვყავს შეფარებული.

გვინდა, გაგიზიაროთ ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მის საოცარ ცვლილებას. ✨

📸 ფოტოებში ნახავთ, რა მდგომარეობაში გამოვისყიდეთ ნაცარა და როგორ გამოიყურება დღეს — მშვიდი, მოვლილი და ბედნიერი. 🥹❤️🫏

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ისტორიის ნაწილი გახდა და ნაცარას უკეთესი ცხოვრების შანსი მისცა. 🙏❤️

ნაცარას დღეს უკვე მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება აქვს. 🫏🤎✨

24/07/2026

მოგესალმებით, მეგობრებო 🩷

სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ გამოსყიდული და გადარჩენილი სამი მაკე ვირი „ვირლანდიაში“ მივიყვანეთ, იქამდე ვიდრე ჩვენი თავშესაფარი აშენდება . 🤍🌿🫏

გვიხარია, რომ ამიერიდან ისინი უსაფრთხო, მშვიდ და მოსიყვარულე გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას, სადაც მათზე სათანადოდ იზრუნებენ. 🏡💚

გიზიარებთ ამ დღის, 13 ივლისის ამსახველ ვიდეომასალას . 📸

მოგესალმებით, მეგობრებო! 🤎აპრილის თვეში ჩვენი ერთ-ერთი ვირუკელა გავაჩუქეთ.სიხარულით გიზიარებთ ფოტოებს მისი ახალი სახლიდა...
09/07/2026

მოგესალმებით, მეგობრებო! 🤎

აპრილის თვეში ჩვენი ერთ-ერთი ვირუკელა გავაჩუქეთ.

სიხარულით გიზიარებთ ფოტოებს მისი ახალი სახლიდან — ეკო ქიზიყიდან Eco Kiziki • ეკო ქიზიყი, სადაც ის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს. 🫏🌿

გვიხარია, რომ ის კარგად არის. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს საქმიანობას მხარს უჭერს და ჩვენს ბინადრებზე ზრუნვაში გვეხმარება. 🤍

03/07/2026

2026 წლის 19 მაისს გამოვაქვეყნეთ პოსტი ვირის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მძიმე პირობებში იმყოფებოდა.

სიხარულით გაცნობებთ, რომ თქვენი მხარდაჭერით გამოვისყიდეთ და უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ 2026 წლის 2 ივლისს. ❤️

პოსტს ვურთავთ ვირის ფოტომასალას, ხოლო კომენტარებში შეგიძლიათ იხილოთ ჩარიცხვების სქრინშოთები სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. თქვენი დახმარებით კიდევ ერთი ცხოველი უსაფრთხოდაა.

-----------------

On May 19, 2026, we shared a post about a donkey living in extremely difficult conditions and our efforts to buy his freedom.

We are happy to announce that, thanks to your support, we were able to rescue him and relocate him to a safe place on July 2, 2026. ❤️

We have attached photos of the donkey to this post, and screenshots of the donations can be found in the comments to ensure full transparency.

Thank you to each and every one of you for your support and kindness. With your help, another animal is now safe. ❤️

მოგესალმებით მეგობრებო 🤍ეს 5 წლის ვირი ბულაჩაურში იმყოფება 🫏მისი გადარჩენისა და უსაფრთხო გარემოში გადაყვანის მიზნით ვდებ...
19/05/2026

მოგესალმებით მეგობრებო 🤍

ეს 5 წლის ვირი ბულაჩაურში იმყოფება 🫏
მისი გადარჩენისა და უსაფრთხო გარემოში გადაყვანის მიზნით ვდებთ ამ პოსტს 🙏🏻

თუ გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ ცხოველის გადარჩენის საქველმოქმედო საქმეში, შეგიძლიათ ჩაერთოთ დონაციით — ამისთვის ქვემოთ ვტოვებთ ანგარიშის ნომრებს 💳

ანგარიშის დეტალები :
მიმღები: ცხოველთა სიცოცხლის გადარჩენისა და ზრუნვის ფონდი

ბანკი: საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი (GEL):
ანგარიშის ნომერი ( USD/EUR ):

ბანკი: თი ბი სი ბანკი
ანგარიშის ნომერი (GEL):
ანგარიშის ნომერი ( USD):
ანგარიშის ნომერი ( EUR ):

გამოსყიდვის შემდეგ ვირი გადაგვყავს სოფელ კოდაში, ფასიან შემფარებელთან 🏡
იქ მას უსაფრთხო, მშვიდ და მზრუნველ გარემოში მოუვლიან 🌿

ერთად კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია 🤍🫶🏻

11/05/2026

მოგესალმებით, მეგობრებო 🤍

ალბათ გახსოვთ, მარტის თვეში სოფელ შილდიდან გამოვისყიდეთ ახალგაზრდა, ორი წლის ვირი — „მახო“ 🫏
აქამდე ის შეფარებული იყო ლუკას ფერმაში, ლუკას ფერმა • Luka’s farm მაისის თვემდე.

ჩვენი მახო ისე შეეჩვია ახალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოს, რომ გადავწყვიტეთ ლუკას ფერმისთვის გვეჩუქებინა 🏡🌿
სწორედ იქ გააგრძელებს მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას 🤎

პოსტს ვურთავთ 08.05.2026 გადაღებულ ვიდეოს 🎥✨

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მონაწილეობს მძიმე პირობებში მყოფი ცხოველების გადარჩენისა და მათზე ზრუნვის საქმეში 🙏🐾
თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია 🤍🫏

მოგესალმებით 😊გიზიარებთ სასიამოვნო ინფორმაციას ვირუკელას შესახებ 🫏, რომელიც კოდაში გვყავს მიბარებული. მას კანის პრობლემე...
02/05/2026

მოგესალმებით 😊

გიზიარებთ სასიამოვნო ინფორმაციას ვირუკელას შესახებ 🫏, რომელიც კოდაში გვყავს მიბარებული. მას კანის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს 💛. ჩვენს „ნაცარას“ გაცვენილი ბალანის ადგილას უკვე ახალი, ჯანმრთელი ბეწვი ამოსდის 🫶✨

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის 🙏💚
გიზიარებთ 01.05.2026 თარიღის ფოტოებს 📸

Address

Tbilisi
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mzedari • მზედარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category