ZM Pharm Group

ZM Pharm Group ვეტერინარიისთის საუკეთესო ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების იმპორტი და დისტრიბუცია

მასტიტი – უხილავი მტერი, რომელიც ფერმას ყოველდღიურად აზარალებს.ამ ინფექციამ შეიძლება შეამციროს რძის ხარისხი და რაოდენობა...
19/06/2025

მასტიტი – უხილავი მტერი, რომელიც ფერმას ყოველდღიურად აზარალებს.

ამ ინფექციამ შეიძლება შეამციროს რძის ხარისხი და რაოდენობა, ზოგ შემთხვევაში კი გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები ცხოველში.

📌 ეფექტური მართვისთვის საჭიროა:

✅ სუფთა სადგომი და მოწესრიგებული ჰიგიენა
✅ ️წველის სწორი ტექნიკა
✅ რეგულარული შემოწმება და ადრეული ნიშნების დროული ამოცნობა
✅ ანტიბიოტიკების გონივრული და მიზნობრივი გამოყენება
✅ სპეციალისტთან შეთანხმებული მკურნალობის გეგმა

#მასტიტი #ვეტერინარია

ბიოუსაფრთხოების 4 ძირითადი ეტაპი მეფრინველეობაში:🧼 დეზინფექცია -შენობების რეგულარული დამუშავება ხელს უშლის პათოგენების გ...
15/06/2025

ბიოუსაფრთხოების 4 ძირითადი ეტაპი მეფრინველეობაში:

🧼 დეზინფექცია -
შენობების რეგულარული დამუშავება ხელს უშლის პათოგენების გავრცელებას და იცავს ფრინველის ჯანმრთელობას.

🪰 დეზინსექცია და დერატიზაცია -
მავნებელი მწერებისა და მღრღნელების კონტროლი მნიშვნელოვანია ინფექციური წყაროების აღმოსაფხვრელად.

🚰 წყლის ანალიზი - წყალი უნდა იყოს თავისუფალი პათოგენებისგან. აუცილებელია ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, რათა ფრინველმა მიიღოს უსაფრთხო სითხე.

🌾 საკვების ანალიზი - საკვების შემადგენლობა, შენახვის პირობები და საკვები ღირებულება პირდაპირ მოქმედებს ფრინველის განვითარებასა და იმუნიტეტზე.

🛡️ ბიოუსაფრთხოების ეფექტიური მართვა ამცირებს ეპიდემიების რისკს, ზრდის პროდუქტიულობას და აძლიერებს ფერმის სტაბილურობას.

#ბიოუსაფრთხოება #ვეტერინარია

📌 5 ნიშანი, რომ ფრინველს ვეტერინარის დახმარება სჭირდება:1. დიარეა ან ხშირი ცემინება - ეს შეიძლება იყოს ინფექციის ან პარა...
13/06/2025

📌 5 ნიშანი, რომ ფრინველს ვეტერინარის დახმარება სჭირდება:

1. დიარეა ან ხშირი ცემინება - ეს შეიძლება იყოს ინფექციის ან პარაზიტული დაავადების სიმპტომი.

2. საკვების ან წყლის მოხმარების შემცირება - თუ ფრინველი აღარ ჭამს ან ნაკლებ წყალს სვამს, აუცილებელია დროული რეაგირება.

3. აშლილი ბუმბული ან ბუმბულის ცვენა - ბუმბულის მდგომარეობა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი ცვლილება სტრესზე ან დაავადებაზე მიანიშნებს.

4. ბიბილოს ფერის ცვლილება და ჩიჩაყვის გამკვრივება - ბიბილოს ფერის გახუნება, გადათეთრება ან ჩიჩაყვის შეშუპება ხშირად სერიოზული პრობლემების სიგნალია.

5. ფრინველის უმოქმედობა ან სიკვდილიანობის ზრდა - დაღლილი, უმოქმედო ფრინველი ფერმაში მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა. განსაკუთრებით თუ სიკვდილიანობის შემთხვევები დაშვებულ ნორმაზე მეტად იმატებს.

⚠ ნებისმიერი ეს სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს სერიოზულ დაავადებაზე. დროული კონსულტაცია ვეტერინართან დაგეხმარებათ შეამციროთ დანაკარგები და შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა.

#ვეტერინარია #მეფრინველეობა

🐥 სითბური სტრესი ფრინველებისთვის სერიოზული საფრთხეა და იწვევს:🔸 მეტაბოლიზმის შენელებას🔸 წონაში კლებას🔸 კვერცხდების შემცი...
11/06/2025

🐥 სითბური სტრესი ფრინველებისთვის სერიოზული საფრთხეა და იწვევს:
🔸 მეტაბოლიზმის შენელებას
🔸 წონაში კლებას
🔸 კვერცხდების შემცირებას
🔸 იმუნური სისტემის დაქვეითებას

🛑 ამის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ 5 ეფექტური რეკომენდაცია:

1️⃣ მუდმივი ვენტილაცია და ჰაერის ცვლა 🌬️
სითბოს შესამცირებლად აუცილებელია შენობაში იყოს მუდმივი ჰაერის მოძრაობა და განიავება.
❗️არანაკლებ მნიშვნელოვანია ფრინველთა რაოდენობა იყოს ნორმის ფარგლებში — 1 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ დატვირთვას, რათა ვენტილაციამ ეფექტურად იმუშაოს.

2️⃣ წვდომა სუფთა და გრილ წყალზე 💧
ფრინველს მთელი დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეს წვდომა სუფთა, გრილ და სუფთა წყალზე — გაუწყლოება სერიოზულ რისკს წარმოადგენს.

3️⃣ ჩრდილოვანი ან გაგრილების ზონების შექმნა 🌳
ფართში უნდა იყოს სივრცეები, სადაც ფრინველი სიცხისგან თავშესაფარს იპოვის.

4️⃣ საკვების მიწოდება დილით და საღამოს 🍽️
ცხელი საათების დროს საჭმლის მიცემა იწვევს მეტაბოლურ დატვირთვას. გადაანაწილეთ კვება დღის გრილ მონაკვეთებზე.

5️⃣ ვიტამინებისა და ელექტროლიტების დამატება 💊
სტრესის დროს აუცილებელია ფრინველის ორგანიზმის გაძლიერება — გამოიყენეთ სპეციალურად შერჩეული ვიტამინები და ელექტროლიტები.

ვზრუნავთ ცხოველებზე — ვზრუნავთ ადამიანებზე 🐓

#ვეტერინარია #მეფრინველეობა #სითბურისტრესი

📆 7 ივნისი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღეა და გვსურს შეგახსენოთ, რომ ცხოველების ჯანმრთელობა ჯანსაღი სურსათის საფუძ...
07/06/2025

📆 7 ივნისი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღეა და გვსურს შეგახსენოთ, რომ ცხოველების ჯანმრთელობა ჯანსაღი სურსათის საფუძველია.

💊 ხარისხიანი ვეტერინარული პრეპარატები იცავს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს დაავადებებისგან, ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას და ხელს უშლის ინფექციების გავრცელებას.

✅ სურსათის უვნებლობა იწყება ფერმიდან.
ვზრუნავთ ცხოველებზე — ვზრუნავთ ადამიანებზე. 🐄🐑🐓🥛🍳

#ვეტერინარია #სურსათისუვნებლობა

ZM ფარმ ჯგუფის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ვეტერინართა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონ...
02/05/2025

ZM ფარმ ჯგუფის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ვეტერინართა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე 2000 წელს ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციის (WVA) ინიციატივით დაწესდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიის პოპულარიზაციას, ხაზი გაუსვას ვეტერინარების წვლილს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და გაზარდოს ცნობიერება.

ZM ფარმ ჯგუფისთვის ვეტერინარების პროფესიული დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალთა მხარდაჭერა, მათი განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ვეტერინარული პრაქტიკის განვითარება.

ჩვენ გვჯერა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია ადამიანთა ჯანმრთელობასთან, და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ბაზარზე მივაწოდოთ მხოლოდ უსაფრთხო, ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვეტპრეპარატები. ჩვენი მისიაა, გავაძლიეროთ ვეტერინარების პროფესია და მათთან ერთად შევქმნათ ჯანსაღი მომავალი როგორც ცხოველებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

Address

26 Z. Paliashvili
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ZM Pharm Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category