22/11/2024
🐾 გამარჯობა, ეს "სნოუა" 🐺!
🏘️BUBUS CONTACT HOME-ის ოჯახის წევრი!
🐺"სნოუ" ჩვეულებრივი ძაღლი არ არის, მტკიცე ხასიათი და პრინციპები აქვს, თავისი წესებით ცხოვრებს!
🦮მისი და ჩვენი შეხვედრა ქუჩაში მოხდა! კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს დროებით და ცდილობდნენ პატრონის მოძებნას, მაგრამ უშედეგოდ.
🥹ძალიან დიდი ემოციური კავშირი მაქვს ამ ჯიშის ძაღლებთან, ზუსტად 3 წლის წინ გამოვგლიჯე სიკვდილს ჩემი სნოუ, (სამოედი) ჭირი ჰქონდა... ჩვენ 3 თვე გვეძინა ერთად იატაკზე, დღეში 24 დასახელების წამალს ვსვამდით, საკვებს დაბლენდერებულს შპრიცით ვაჭმევდი...
მძიმე, ტოქსიური ოჯახური მდგომარეობის გამო, ისევ მისივე კეთილდღეობისთვის მომიწია ჩემს სოფელში მისი გაშვება. სამი წლის თავზე სნოუ ცისარტყელაზე გაფრინდა, ღვიძლი დაეშალა...
წარმოიდგინეთ ჩემთვის როგორი იქნებოდა ემოციურად სნოუს თავიდან პოვნა. დაუფიქრებლად გადავწყვიტე მისი წამოყვანა, ადგილზე მისულს არასასიამოვნო სუნი მეცა, ვიფიქრე ქუჩაში ცხოვრების ბრალიათქო, ფერებაში კისერში, ბეწვში კარგად ჩამჯდარი ჭრილობა შევნიშნე, რომელიც ისე იყო შეწებებული სიღრმე არ ჩანდა...
განსაკუთრებული მადლობა ვეტერინარული კლინიკა ნიუ ვეტი New Vet Clinic-ს და დავით ომარაშვილს! სრულად გაუსუფთავეს 15 სანტიმეტრიანი ღრმა ჭრილობა პარაზიტებისგან ჩაჩირქებული, რომელიც არც კი ჩანდა ამხელა ბეწვში...
და დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება, რომელიც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგან სრულად დაკარგული ჰქონდა ნდობა ადამიანებზე, პატარა მოძრაობაზეც იღრინებოდა და იმალებოდა, 2 ჯერ გვიკბინა კიდეც, ხელს არ გვაკიდინებდა საყელურზე, კარის გაღებაზე ცდილობდა გაქცევას... (ერთხელ გაიქცა კიდეც)
ერთ დღეს ჰამაკში ჩავჯექი და ახლოს დამიჯდა, გავხედე და ვუთხარი, რაც ჩემს სნოუს დავაკელი და ბოლომდე ვერ შევძელი მისი დაცვა, ავიტან შენს ჯიუტ ხასიათს, რაც არ უნდა გააკეთო მაინც მიყვარხართქო... მას შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ოჯახის დამცველი გახდა, ტერიტორია მონიშნა და იცავს!