16/08/2026
🐾 გრუმინგი — მხოლოდ სილამაზისთვის არ არის! ✂️🛁
თქვენი ოთხფეხა მეგობრის მოვლა მხოლოდ ლამაზი გარეგნობისთვის არ კეთდება. რეგულარული გრუმინგი ცხოველის ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტის მნიშვნელოვანი ნაწილია — და ეს საჭიროა ყველა სეზონზე.
❤️განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელბეწვიანი ძაღლებისა და კატების მოვლა, რადგან ბეწვში მარტივად გროვდება მტვერი, ჭუჭყი, ტენიანობა და კანის მკვდარი უჯრედები. მოუვლელი ბეწვი შეიძლება დაიკვანძოს, კანმა ვერ „ისუნთქოს“,რაც კანის სხვადასხვა პრობლემის რისკებს ზრდის.
🌿 რატომ არის გრუმინგი საჭირო ყველა სეზონზე?
☀️ ზაფხულში — სწორად მოვლილი და დავარცხნილი ბეწვი ეხმარება კანს სისუფთავის შენარჩუნებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბეწვის მდგომარეობის კონტროლი, რადგან სიცხე, ტენიანობა და ჭუჭყი კანის გაღიზიანებისა და ინფექციების რისკს ზრდის.
🍂 შემოდგომა-ზამთარში — ბეწვზე შეიძლება დარჩეს ტენი, ტალახი და სხვა ჭუჭყი, ხოლო ხშირი დავარცხნა ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას.
🌸 გაზაფხულზე — ბეწვის ცვლის პერიოდში რეგულარული დავარცხნა ხელს უწყობს ჩამოცვენილი ბეწვის მოცილებას და სახლში დაყრილი ბეწვის რაოდენობის შემცირებასაც.
👂 განსაკუთრებული ყურადღება — ყურებს!
გრძელბეწვიან ცხოველს ყურის არხის გარშემო ჭარბი ბეწვი აქვს. მისი სწორად მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ზედმეტმა ბეწვმა და დაგროვილმა ჭუჭყმა შეიძლება ხელი შეუწყოს ტენისა და ნარჩენების დაგროვებას,რაც ანთების,სოკოვანი დაავადებისა და სხვა პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
⚠️ თუმცა ყურის შიგნით ბეწვის მოცილება თვითნებურად არ უნდა მოხდეს — ეს სპეციალისტმა უნდა შეაფასოს და უსაფრთხოდ შეასრულოს. ასევე, გრუმინგი ვერ ცვლის ვეტერინარულ მკურნალობას, თუ ცხოველს უკვე აქვს ყურის ან კანის პრობლემა.
🐶 რატომ უნდა დამუშავდეს ჰიგიენური ზონები 2 კვირაში ერთხელ?
გრძელი ბეწვი ამ ადგილებში ადვილად ისვრება შარდითა და განავლით, შეიძლება შეიკრას, შეიკვანძოს და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ზონის სისუფთავე გრძელბეწვიან ცხოველებში.
ჰიგიენური ზონის სწორად დამუშავება ნიშნავს არა უბრალოდ „შეჭრას“, არამედ ცხოველისთვის სისუფთავის, კომფორტისა და ყოველდღიური მოვლის გამარტივებას. 🧼🐾
✨ გრუმინგის დროს მნიშვნელოვანია:
• ბეწვის სწორად დავარცხნა და კვანძების მოცილება
• საჭიროების შემთხვევაში ბეწვის შეჭრა/ფორმირება
• ჰიგიენური ზონების დამუშავება
• ყურებისა და თათების მოვლა
• დაბანა შესაბამისი საშუალებებით
• ბეწვის სწორად გაშრობა
• კანისა და ბეწვის მდგომარეობაზე დაკვირვება
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — გრუმინგი უნდა ჩაატაროს გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც ცხოველს ფრთხილად და მშვიდად მოექცევა. ❤️
🐾 ჩვენს ვაკის ფილიალში,თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის გრუმინგის სერვისი გვაქვს!
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სისუფთავე, ჰიგიენის ყველა წესის დაცვა და ცხოველის მაქსიმალური კომფორტი.
გვყავს საოცარი სპეციალისტი - ლანა რომელსაც თავისი საქმე ნამდვილად უყვარს — მოთმინებით, სიფრთხილითა და დიდი ყურადღებით ზრუნავს თითოეულ სტუმარზე. 🥰🐶🐱
ველოდებით თქვენს 4🐾 მეგობრებს ჩვენთან გრუმინგზე 😇
#იზრუნე შენს #ოთხფეხამეგობარზე ჩვენთან ერთად ❤️ #გრუმინგი
მისამართი :
● ვაკე - ვასილ ბარნოვის #86