02/04/2026
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ.
არავინ ჰყავთ ჩვენს გარდა.
#კატიანიდამეგობრები
💬 „მე უშბა მქვია.
ოთხი ფეხი მაქვს. ფუმფულა კუდი, დაცქვეტილი ყურები და ბეწვი.
დედა მეუბნება, მგელს ჰგავხარო.
მე არ ვიცი, ვგავარ თუ არა მგელს.
კუდზე თეთრი მწვერვალი მაქვს. თეთრი სამკუთხედი. ამიტომ დამარქვეს უშბა.
ქუჩაში მიპოვეს. მთელი ღამე ვტიროდი, ვწკავწკავებდი, ვყმუოდი. თუ ხმა მიწყდებოდა, ვხაოდი.
ანამ გაიგონა ჩემი ტირილი. დილაუთენია ხმას გამოჰყვა და მომაგნო. როგორც კი მის ხელისგულებში აღმოვჩნდი, თვალები დავხუჭე და გავიტრუნე.
ვიცოდი, ანა არ მიმატოვებდა.“
ჩვენს ქვეყანაში ანასნაირი ადამიანი ბევრია, ვინც მიტოვებულ პატარა ცუგებს შეიფარებს... მაგრამ კეთილ ადამიანებს მხარი იმათაც უნდა აუბან, ვისაც ქვეყანაზე, ჩვენს გარემოზე ზრუნვა ევალება.
სოლიდარობა ოთხფეხა მეგობრებს!
ჩვენი ავტორის, ნინო ლომიძის „უშბა“ ძალიან მალე შეიყვარა მკითხველმა, რის გამოც ამ წუთას ტირაჟი ამოწურულია ან შესაძლოა აქა-იქ იყოს შემორჩენილი. ტირაჟიც მალე განახლდება, „უშბას“ გაგრძელებაც გამოიცემა და იმ სოლიდარობასაც მივაღწევთ, როცა უშბას და მისი მეგობრების მჩაგვრელი ვერასდროს დაიგდებს კარგს სახელს.
#ინტელექტი #უშბა #სოლიდარობა