Neovet • ვეტერინარული კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • Neovet • ვეტერინარული კლინიკა

Neovet • ვეტერინარული კლინიკა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Neovet • ვეტერინარული კლინიკა, Pet service, თამარ მეფის 68, Kutaisi.

🧰🩺სრული ვეტერინარული მომსახურება
🩻💉დიაგნოსტიკა | მკურნალობა | კონსულტაცია
📍 სწრაფი და სანდო მომსახურება
📩 მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ კონსულტაციისთვის +995 557 929 148

29/08/2026

🐾 კიდევ ერთი რთული შემთხვევა წარმატებით შესრულდა NEOVET-ში

ვიდეოში ნაჩვენებია 12 წლის ძაღლის რთული ქირურგიული ჩარევა — კუჭის გადახვევის (GDV) ოპერაცია.

პაციენტი კლინიკაში შემოვიდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რაც, ასაკთან ერთად, ოპერაციისა და ანესთეზიის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, დროული დიაგნოსტიკისა და პროფესიონალური ქირურგიული მართვის შედეგად, პაციენტს ჩაუტარდა აუცილებელი ოპერაცია.

🏥 NEOVET-ში კუჭის გადახვევის მსგავსი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევები რუტინულად ხორციელდება. ჩვენი გუნდი მზად არის უმნიშვნელოვანეს მომენტებში უზრუნველყოს სწრაფი დიაგნოსტიკა, სტაბილიზაცია, ანესთეზიური მართვა და ქირურგიული მკურნალობა.

⚠️ კუჭის გადახვევა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. თუ ძაღლს აღენიშნება უშედეგო ღებინების მცდელობა, მუცლის შებერილობა, მოუსვენრობა, ძლიერი სისუსტე ან კოლაფსი — დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარულ კლინიკას.

NEOVET — როცა დრო გადამწყვეტია. 🐾

27/08/2026

ჩვენი კლინიკის განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 💙🐾

🩻თანამედროვე ვეტერინარიაში ზუსტი დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი კლინიკა აღიჭურვა თანამედროვე ციფრული რენტგენის სისტემით, რომელიც საშუალებას გვაძლევს პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი დიაგნოსტიკური მომსახურება შევთავაზოთ.

❇️მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. 🤝

🌏ჩვენთვის თითოეული ახალი შესაძლებლობა ერთ მიზანს ემსახურება — ჩვენი ოთხფეხა პაციენტებისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ვეტერინარული მომსახურების შექმნას. 🐶🐱

27/08/2026

🐾მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის Medical World • მედიქალ ვორლდთან ერთად❤️

24/08/2026

🐾 კუჭის დილატაცია-ტორსია (GDV)

GDV — სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც კუჭი იბერება და შესაძლოა შემოტრიალდეს. მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებს და საჭიროებს დაუყოვნებლივ ვეტერინარულ ჩარევას.

ძირითადი სიმპტომებია:
• მუცლის უეცარი შებერილობა
• უშედეგო ღებინების მცდელობა
• ჭარბი ნერწყვდენა
• მოუსვენრობა, შფოთვა
• სისუსტე და მდგომარეობის სწრაფი გაუარესება
• გახშირებული სუნთქვა და გულისცემა
• ფერმკრთალი ლორწოვანი გარსები
• წაქცევა ან გონების დაკარგვა

🚨 მსგავსი სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, ნუ დაელოდებით მდგომარეობის გაუმჯობესებას — დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარულ კლინიკა NEOVET-ს.

NEOVET-ში მსგავსი გადაუდებელი და კომპლექსური ქირურგიული ჩარევები რუტინულად ტარდება და წარმატებით ხორციელდება.
📞557929148

🐾ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევის დასაგეგმად ეწვიეთ ნეოვეტსან დაგვირეკეთ 📞557929148📍ქ.ქუთაისი,თამარ მეფის 68
22/08/2026

🐾ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევის დასაგეგმად ეწვიეთ ნეოვეტს
ან დაგვირეკეთ 📞557929148
📍ქ.ქუთაისი,თამარ მეფის 68

🐶 აურიკულური ჰემატომა — ყურის ნიჟარის შიგნით სისხლის დაგროვებაა, რომელიც ხშირად ვითარდება ძლიერი ქავილის, თავის ქნევის ა...
22/08/2026

🐶 აურიკულური ჰემატომა — ყურის ნიჟარის შიგნით სისხლის დაგროვებაა, რომელიც ხშირად ვითარდება ძლიერი ქავილის, თავის ქნევის ან ყურის ანთების შედეგად.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰემატომის მკურნალობა, არამედ მისი გამომწვევი მიზეზის დადგენაც, რათა პრობლემა განმეორებით არ განვითარდეს.

📍 კონსულტაციისთვის ეწვიეთ NEOVET-ს ან დაგვიკავშირდით: 557 929 148

18/08/2026

🐾 NeoVet – ვეტერინარული კლინიკა 🩺
🌐 დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ!
გაიცანით ჩვენი ვებგვერდი
🌐 https://neovet.ge/ka
სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია მომსახურებებზე, ფასებზე და ვიზიტის დაგეგმვაზე.

✔️ კონსულტაცია
✔️ დიაგნოსტიკა
✔️ ვაქცინაცია
✔️ ქირურგია
✔️ სტომატოლოგია
✔️რადიოლოგია

👉 ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://neovet.ge/ka

თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია 💙

17/08/2026

🐾 ერთი შეხედვით მარტივი შემთხვევა, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა

კლინიკაში მოგვიყვანეს მიუსაფარი ფისო, რომელსაც აღენიშნებოდა მძიმე დისპნოე და პირღია სუნთქვა. პირველ ეტაპზე ჩატარდა გადაუდებელი დახმარება და პაციენტის სტაბილიზაცია, რის შემდეგაც განხორციელდა სრული ფიზიკური დათვალიერება.

კვლევით გამოვლინდა მანდიბულური სიმფიზიოლიზი — ქვედა ყბის სიმფიზის ტრავმული დაშორება. თუმცა მძიმე რესპირატორული მდგომარეობის გამო საჭირო გახდა დამატებითი რადიოლოგიური გამოკვლევა.

რადიოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა ბილატერალური პნევმოთორაქსი — ჰაერის დაგროვება გულმკერდის ორივე პლევრულ ღრუში, რაც პაციენტის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

პირველ რიგში ჩატარდა გადაუდებელი თორაკოცენტეზი, რის შედეგადაც პაციენტის სუნთქვა და ზოგადი მდგომარეობა ნაწილობრივ დასტაბილურდა. სწორედ ამ სტაბილიზაციამ მოგვცა შესაძლებლობა, შემდგომი ქირურგიული ჩარევა უსაფრთხოდ დაგვეგეგმა.

დღეს ფისოს ჩაუტარდა გეგმიური სიმფიზიოდეზი — ქვედა ყბის სიმფიზის ქირურგიული ფიქსაცია. 🦷
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი ნარკოზიდან სტაბილურ მდგომარეობაში გამოვიდა და ამჟამად გადის რეაბილიტაციას სტაციონარულ პირობებში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ❤️🐱

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ტრავმირებული პაციენტის ეტაპობრივი შეფასება, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროული აღმოჩენა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა — ჯერ სიცოცხლის გადარჩენა, შემდეგ კი ქირურგიული პრობლემის სრულფასოვანი მართვა.

მსგავსი კომპლექსური ქირურგიული შემთხვევებისთვის ეწვიეთ NEOVET-ს ან დაგვირეკეთ: 📞 557 929 148

16/08/2026

🌙 ღამის 02:00 საათზე NEOVET-ში

ღამის 02:00 საათზე კლინიკაში შემოყვანილ იქნა 3 წლის პომერანული შპიცი ტრავმული პროპტოზით — თვალის კაკლის ორბიტიდან გამოვარდნით.

თვალი საგულდაგულოდ დამუშავდა და გაირეცხა, რის შემდეგაც ჩატარდა ქუთუთოების დროებითი დახურვა (ტარსორაფია), რათა დაცულიყო თვალის კაკალი და ხელი შეგვეწყო მისი შემდგომი ფუნქციური შენარჩუნებისთვის.

🩺 ასეთ შემთხვევებში სწრაფი ვეტერინარული ჩარევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — დროულად აღმოჩენილი და სწორად მართული ტრავმული პროპტოზის დროს თვალის შენარჩუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

NEOVET — როცა გადაუდებელი დახმარება ღამითაც საჭიროა.
📞557929148 - 24/7

15/08/2026

მორიგი ჰემოტრანსფუზია ნეოვეტში🩸💉

📍ქ.ქუთაისი, თამარ მეფის68
📞557929148

Address

თამარ მეფის 68
Kutaisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Neovet • ვეტერინარული კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share